როგორ დავბრუნდეთ წარმატებით Upwork-ზე პასიური პერიოდის შემდეგ

როგორ დავბრუნდეთ წარმატებით Upwork-ზე პასიური პერიოდის შემდეგ


თუ დიდი ხანია არ შეგისრულებია პროექტი Upwork-ზე ან საერთოდ პასიური იყო შენი პროფილი, დროა დაბრუნდე და თავიდან დაიმკვიდრო ადგილი პლატფორმაზე. ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო – უბრალოდ ჭკვიანურად უნდა მიუდგე პროცესს.

1. ავტორიზაცია და გადამოწმება

პირველივე ნაბიჯად, შედი შენს Upwork პროფილზე და გადაამოწმე, ხომ არ გაქვს რაიმე ვერიფიკაცია გასავლელი – პირადობის დასტური, გადასახადებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ან სხვა. აუცილებლად დაასრულე ეს პროცედურები, რადგან სრულად ვერიფიცირებული პროფილი უფრო სანდოა კლიენტებისთვის.

2. შეამოწმე დაგროვებული Connect-ები

თუ პასიური იყავი წელიწადზე მეტი ხანი, დიდი შანსია რომ დაგიგროვდა Connect-ები – პლატფორმა თვეში 10 ქონექთს  მომხმარებლებს. მაქსიმუმი არის 120 Connect. ეს საკმარისი უნდა იყოს პირველი პროექტის ასარებად – მთავარია სწორად გამოიყენო.

3. პროფილის განახლება და ოპტიმიზაცია

ფრილანსერობის დაბრუნება იწყება კარგი პროფილით:
  • ჩამოყალიბდი ნიშაში – აღარ არის დრო ყველაფერს ხელი მოკიდო. აირჩიე კონკრეტული სერვისები და პრობლემები, რომელზეც ყველაზე ძლიერი ხარ.
  • შეასრულე Keyword Research – მოძებნე სიტყვები და ფრაზები, რომლებსაც კლიენტები იყენებენ ძიებისას. ამისთვის გამოიყენე Upwork-ის სერჩი და ფილტრები
  •  იზრუნე პროფილის SEO ოპტიმიზაციაზე (კურსში მაქვს ძალიან კარგი დემონსტრაციები, პორიფლის ოპტიმიზაციის მოდულში პროფილის ოპტიმიზაცია და SEO და SEO დემონსტრაციია ვიდეოები)
  •  ეცადე გამოჩნდე პირველ გვერდზე – მოძებნე შენი პროფილი კატეგორიის მიხედვით. თუ ვერ ხარ პირველ გვერდზე, გადახედე როგორ შეგიძლია გააუმჯობესო.
  • დაამატე პორტფოლიო – კარგი პორტფოლიო ამყარებს ნდობას. ყოველი ნიმუში აღწერე მოკლედ: რა იყო პრობლემა, როგორ მოაგვარე და რა შედეგი მიიღო კლიენტმა.
  • Employment History – დაამატე ყველა მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება, პროექტების მოკლე აღწერით: რა გააკეთე, რითი გააკეთე (ტექნოლოგია ან მეთოდოლოგია), და რა სარგებელი მიიღო კომპანიამ.

4. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყე Proposal-ების გაგზავნა

არ იჩქარო. სანამ სრულად არ მოაწესრიგებ პროფილს, არ გირჩევ ფროფოზალების გაგზავნას. შემდეგ კი:
  •  აირჩიე ზუსტად შესაფერისი სამუშაოები – სამუშაოს ყველა მოთხოვნა უნდა ემთხვეოდეს შენს უნარებს.
  •  გააგზავნე მხოლოდ მიზანმიმართულად – არ გაფლანგო Connect-ები.
  • არ დაბუსტო Proposal
  • არ დაბუსტო პროფილი
  •  მხოლოდ იმ პროექტებზე აკეთე განაცხადი, სადაც ფიქრობ რომ:
  • გაქვს რეალური გამოცდილება ამ ამოცანის შესრულებაში
  •  შენს პროფილზე გამოჩნდება Best Match ბეიჯი, რაც ნიშნავს რომ მაღალია შანსი კლიენტმა შენ შეგამჩნიოს (კურსში ვიდეო ვნახოთ რას ხედავს კლიენტი
  • მოარგე ყოველი ფროფოზალი კლიენტს (კურსში ვიდეო  როგორ დავწეროთ ეფექტური Cover Letter - ი და Cover Letter ების მოდული)

 

თუ გაქვს Upwork ის პროფილი და არ იყენებ, შენ არ იყენებ ძალიან დიდ რესურსს რომელმაც შეიძლება დიდი ფინანსური წარმატება, თავისუფლება და უდიდესი გამოცდილება შეგძინოს.

დღითიდღე მატულობს ფრილანსერების რაოდენობა ვინც ამ კურსით პროფილს მეორე სიცოცხლე შესძინა და დაიწყო პროექტების აღება, არ დააყოვნო შენც!


Back to blog