
Tax Information
Share
მოდით ერთხელ და სამუდამოდ გავცეთ პასუხი ყველა კითხვას რაც Tax Information ს ეხება.
ამ პოსტში გავიგებთ:
- რა ინფორმაცია ჭირდება ჩვენგან Upwork ს.
- რას გებულობს მაგ ინფორმაციაზე დაყრდნობით
- რა არის რეზიდენტი
- რა განსხვავებაა W-9, W-8BEN და W-8BENE ფორმებს შორის
- რა არის Value Added Tax (VAT)
რეგისტრაციის შემდეგ მალევე Upwork მოითხოვს რომ შევავსოთ Tax information (ინფორმაცია გადასახადების გადამხდელის შესახებ) იმისთვის რომ გაარკვიოს საწიროა თუ არა დამატებითი გადასახადის დამატება სერვისის ღირებულებებზე.
ეს რამდენიმე ეტაპიანი პროცედურაა.
თავდაპირველად ვავსებთ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რომელ ქვეყნის რეზიდენტი ვართ.
რეზიდენტი - ჩვენ შემთხვევაში ფიზიკური პირი რომელიც ფაქტობრივარ იმყოფება 1 ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მაგალითად საქართველოს შემთხვევაში ნებისმიერი პირი, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე თუ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი 12 თვიდან 182 დღე, ის საქართველოს რეზიდენტი ხდება და მასზე ვრცელდება საქართველოში მიღებული დაბეგრვის მექანიზმები.
ამ პირველ ფორმაში რომელსაც Tax Information ქვია, მოგვეთხოვება ავირჩიოთ ქვეყანა რომლის რეზიდენტიც ვართ, და ჩვენი მისამართი ამ ქვეყანაში, ქალაქი, საფოსტო ინდექსი.
ეს ინფორმაცია გათვალისწინებული იქნება W-8 და W-9 ფორმებში.
W-8 - ოჯახის ფორმები (W-8BEN ფიზიკური პირის და W-8BEN-E იურიდიული პირის) რომელსაც ავსებენ პირები ან კომპანიები რომლებიც არ არიან ამერიკის მოქალაქეები ან რეზიდენტები
W-9 - ფორმა არის ფორმა რომელსაც ავსებენ ამერიკის მოქალაქეები ან რეზიდენტები
Tax Information ფორმის შემდეგ Upwork გაარკვევს რომელი ფრომა შემოგვთავაზოს, ჩვენ შემთხვევაში ეს არის W-8BEN - ფიზიკური პირებისთბის.
ამ ფორმაში კიდევ ერთხელ გვამოწმებს და რწმუნდება რომ ჩვენ არ ვართ პირი რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების რეზიდენტი ან მოქალაქე.
Legal name of taxpayer - (გადასახადის გადამხდელის იურიდიული დასახელება) ში ვწერთ შვენ სახელს და გვარს, თუ ვართ ინდმეწარმეები ან მცირე მეწარმეები წინ ვუწერთ I/E, ანუ Niko Peikrishvili უნდა ჩაიწეროს როგორ I/E Niko Peikrishvili.
Federal tax classification - ვინ ვართ ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, კორპორაცია და ა.შ
Date of birth - დაბადების თარიღი.
Country of citizenship - ქვეყანა რომლის მოქალაქეც ვართ.
ფორმის შევსევბის შემდეგ გამოვა ფანჯარა, გაფრთხილება იმის შესახებ რომ ყველაფერს თვალი უნდა გადავავლოთ, ხომ ყველაფერი სწორედ შევავსეთ, მომავალში რაიმის ცვლილების შემთხვევაში თავიდან მოგვიწევს W-8BEN და VAT ფორმების შევსება და ვალიდახია.
ამის შემდეგ უკვე გადავდივართ W-BEN(E) ფორმის შევსებაზე,
Tax Identification Number (TIN) - ფიზიკური პირის შემთხვწევაში აქ ვწერთ ჩვენ პირად ნომერს, იურიდიული პირის შემთხვევაში კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერს.
შემდეგ ველებში უბრალოდ ვწერთ ჩვენ სახელ და გვარს, ეს არის ელექტრონული ხელმოწერა, და ასევე ვადასტურებთ რომ ჩვენ გვაქვს ხელმოწერის უფლება, ანუ იგივე პიროვნება ვართ ვინც ფორმა შეავსო ან ნოტარიულად მინდობილი პირი.
შევინახოთ და ამით ავირიდებთ თავიდან რომ Upwork მა დამატებით 30% დაიკავოს ჩვენი გამომუშავებული ფულიდან.
Additional Tax Information
ამ სექციაში ჩვენ გვაქვს საშუალება მივუთითოთ ჩვენი დღგ (დამატებითი ღირევულების გადასახადი) ს გადამხდელის იდენტიფიქატორი.
როდესაც Upwork საქართველოს მოქალაქეს უწევს მომსახურეობას, (ნებისმიერი ოპერაცია როდესაც ჩვენ გვეჭრება ფული: გამომუშავების საკომისიო 0-15%, Freelance plus საფასური, Connect ების ყიდვა, სააგენტოს გადასახადი და ა.შ) Upwork ვალდებულია საქართველოს გადაუხადოს დღგს გადასახადი 18%, რომელსაც ამატებს ზევიდან ჩვენს ტრანზაქციებზე. მაგრამ თუ ჩვენ მივუთითებთ ჩვენი დღგს გადამხდელის იდენტიფიქატორს:
ფიზიკური პირის შემთხვევაში - პირადი ნომერი
შპს ს შემთხვევაში - კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი
მაშინ ამით ვეუბნებით Upwork ს რომ მე დღგს თვითონ გადავიხდი რადგანად დარეგისტრირებული ვარ გადამხდელად, როდესაც შევიყვანთ პირად ნომერს, Upwork ი ჩვენს შემოსავლების სამსახურში ამოწმებს ვართ თუ არა გადასახადის გადამხდელი და მარტო იმ შემთხვევაში გაატარებს ვალიდაციას თუ შემოსავლების სამსახურიდან დაბრუნდა დადებითი პასუხი.
თუმცა მცირე მეწარმის შემთხვევაში ჩვენ ამ საკომისიოს თანხას ვარიცხავთ დღგს 18%ს და შემდეგ უკუდაბეგრვით ვიბრუნებთ უკან.