Upwork Connects

Upwork Connects

2019 წლის მარტში Upwork მა  შიდა ვირტუალური ვალუტა "ქონექთი" ფასიანი გახადა, და ამავე წლის მაისში კი აამუშავა პლატფორმაზე, ამ განახლებით ფრილანსერებს აღარ შეეძლოთ მრავალი სპამური ფროფოზალების გაგზავნა,  თუმცა ფასი ვირტუალური ვალუტის უკან ინიღბებოდა, და ეს ერთგვარი მარკეტინგული ხრიკია, ჩვენ ამ ქონექთებს პირდაპირ ფულთან არ ვაკავშირებთ, არადა როდესაც ვაგზავნით პროექტზე ფროფოზალს რომელიც 20 ქონექთი ღირს, ეს ჩვენ რეალურად დახლოებით 10 ლარი გვიჯდება, ზუსტად ამიტომ ყველას და განსაკუთრებით ჩემს სტუდენტებს ვურჩევ რომ სანამ გააგზავნიან ფროფოზალსს კარგად დაფიქრდნენ შეესაბამება თუ არა მათი უნარები პროექტს, დარწმუნებულები არიან თუ არა რომ Best Match ბეიჯი ექნებათ კლიენტის მხარეს, წერენ თუ არა Cover Letter ს ისე რომ კლიენტის ყურადღებას მაქსიმალურად იპყრობს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამართლებაზე თამაშობენ და ფულს უბრალოდ წყალში ყრიან.

ქონექთების დაბრუნება

დახარჯული ქონექთები უკან მხოლოდ 3 შემთხვევაში ბრუნდება, 
- თუ კლიენტი გააუქმებს სამუშაოს მანამ სანამ ვინმეს დაიქირავებს
- თუ პროექტის ვადა ამოიწურება სანამ კლიენტი ვინმეს დაიქირავებს ისიც ყოველთვის არ ბრუნდება
- Upwork ამოშლის პროექტს წესების დარღვევის გამო, კლიენტის მხრიდან ან დადებულ პროექტში.

 

ქონექთების ყიდვა

ქონექთები იყიდება პაკეტებად 10,20,40,60 და ა.შ, ასევე გაითვალისწინეთ რომ თუ დღგ ს გადამხდელის ფრომა არ გაქვთ შევსებული გადასახდელ თანხას 18% დაემატება ზევიდან.
დაუხარჯავი ქონექთები თვიდან თვემდე გადადის და ინახება 12 თვე, ანუ თუ წინა წლის ინვრის ქონექთები ჯერ არ დაგიხარჯავთ და ახლა უკვე შემდეგი წლის იანვარია, მომდევნო თვეში დაკარგავთ იანვრის ქონექთებს.

 

ქონექთების მიღება

სტანდარტულად Freelance Basic პროფილის ფრილანსერები ყოველ თვე 10 ქონექთს იღებენ საჩუქრად, ხოლო Freelance Plus ის ფრილანსერები ყოველ თვე 100 ქონექთს იღებენ, Freelance Plus თვეში $19.99 ღირს.
ასევე არის შემთხვევები როდესაც შეიძლება ქონექთები მიიღოთ საჩუქრად:
- 50 ქონექთი პირველ ქონექთების ყიდვაზე ან Freelance Plus პაკეტის ყიდვაზე 
- 30 ქონექთი ყოველ ნაბიჯზე გადასვლის დროს, Rising Tallend, Top Rated, Top rated plus, თუ რომელიმე ნაბიჯს გადაახტებით მისი 30 ქონექთი მაინც დაგერიცხებათ, ანუ როდესაც Top Rated Plus გახდებით ჯამში მიიღებთ 90 ქონექთს.
- ზოგ შემთხვევებში როდესაც გაგზავნილ ფროფოზალზე კლიენტი გიპასუხებთ, აქ რაოდენობა უცნობია მაგრამ იმაზე მეტი არ იქნება რამდენიც დახარჯეთ მაგ ფროფოზალის გაგზავნაში.
- ხანდახან Upwork ატარებს გამოკითხვებს, მაგ გამოკითხვებში მონაწილების მიღებითაც დასაჩუქრდებით ქონექთებით.

ფროფოზალის ფასი

მოდი ასევე გავერკვეთ როგორ ხდება იმის დათვლა თუ რამდენი ქონექთი ეღირება ფროფოზალის გაგზავნა, მიუხედავად იმისა რომ ზუსტი ალგორითმი არ არის გასაჯაროვებული დაკვირვებებზე დაყრდნიბით გარკვეული წესები იკვეთება,
უმრავლესობა პროექტი იწყება 8-10 ქონექთის ფასით, თუ სამუშაომ მიიპყრო ფრილანსერების ყურადღება ფასი იზრდება, ამით Upwork ცდილობს რომ მიიზიდოს პროექტში მხოლოდ ისეთი ფრილანსერები ვინც მზად არიან მაღალი ფასი გადაიხადონ შანსსში რადგანაც თუ ვიღაცა დარწმუნებულია რომ კარგი კანდიდატია ლოგიკურად უფრო მეტს გადაიხდის ვიდრე ის ვინც არ არის ამაში დარწმუნებული.
ქონექთების ფასზე ასევე მოქმედებს კლიენტის ისტორია, ვერიფიცირებული აქვს თუ არა გადახდის მეთოდი, ყავს თუ არა მანამდე ვინმე დაქირავებული, ახალი კლიენტების სამუშაოებზე ან კლიენტების დაბალი შეფასებით ფროფოზალის გაგზავნა უფრო იაფი ღირს ვიდრე იმ კლიენტების ვინც სისტემაში დიდი ხანია არიან ბევრი ფული აქვთ დახარჯული და კარგი შეფასებები აქვთ.

რაც შეეხება proposal ის ბუსტს მე პირადად გირჩევთ რომ არ გამოიყენოთ და ტყუილად არ დახარჯოთ ფული, დაბუსტულ პროფილებს მხოლოდ 4 ადგილი უკავიათ კლიენტის მხარეს სიაში, თუ ვინმემ თქვენზე მაღალი ბიდი გააკეთა და თქვენ მანამდე მე 4 ადგილზე იყავით, სიაში იმ ადგილას მოხვდებით სადაც მიესადაგება თქვენი პროფილი, ამის კარგი დემონსტრაცია მაქვს კურსის ერთერთ ვიდეოში.

 

პროფილის ბუსტი


ქონექთების დახარჯვა ასევე შეიძლება პროფილი დაბუსტვის, დროს. პროფილის დაბუსტვისას თქვენ ირჩევთ კატეგორიას და შემდეგ სპეციალიზაციას რომელში გინდათ რომ თქვენი პროფილი სიის სათავეში იყოს, და ქონექთების რაოდენობას, რამდენის დახარჯვასაც აპირევ თითო პროფილის კლიკზე, ასევე ლიმიტი თუ რამდენის დახარჯვას აპირბთ, დღიურად ან ჯამურად.
პროფილის ბუსტი მუშაობს აუქციონის პრინციპით, თუ იგივე კატეგორიაში, იგივე სპეციალიზაციაზე სხვა ფრილანსერმა თქვენზე მეტი ქონექთი დაბიდა მაშინ ის თქვენზე მაღლა აღმოჩნდება, ქონექთები გეჭრებათ მხოლოდ მაშინ თუ კლიენტი, პროექტის კანდიდატების მოწვევის სექციაში დააჭერს თქვენს პროფილს.

 

Availability ბეიჯი


Availability ბეიჯი არის ერთერთი საშუალება რომ კლიენტს მიანიშნოთ რომ თავისუფალი ხართ ახალი პროექტის ასაღებად. ბეიჯის ასაღებათ თქვენ უთითებთ თანხას თუ რამდენს გადაიხდით კვირაში , ბეიჯის საფასური ცვლადია, მაგალითად თუ აღების დროს ბეიჯის 1 კვირის საფასური იყო 14 ქონექთი 24 საათში ერთხელ ჩამოგეჭრებათ 2 ქონექთი, ხოლო თუ ბეიჯის საფასურია 12 ქონექთი ყოველ 8 საათში ჩამოგეჭრებათ 1 ქონექთი, თუ პროცესში ბეიჯის ფასი გაიზრდევა, თქვენს მიერ მითითებული ქონექთები რომ გაიხარჯება ბეიჯი ჩაგეხსნებათ, თუ პირიქით ფასი შემცირდა მაშინ უბრალოდ ნაკლები ჩამოგეჭრებათ.

Back to blog